Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ცნობილი პედოფილი ციხიდან გაათავისუფლეს

კალათბურთის მწვრთნელი, ნიკოს სირაგაკისი, რომელსაც 36 არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის 401 წლით( სასჯელის შეკრებითობის პრინციპით) თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი,   25 წლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

დამნაშავე გათავისუფლდა გარკვეული პირობებით.

კერძოდ, მას აეკრძალა  ცხოვრება არა მხოლოდ რეთიმნოში, სადაც ჩაიდინა დანაშაული, არამედ მთელს კრეტაზე. აეკრძალა ასევე არასრულწლოვან პირებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.

ის ასევე ვალდებულია თვეში ორჯერ გამოცხადდეს მის საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს  მდებარე  პოლიციის  განყოფილებაში.

პირველად სირაგაკისი 3წლის წინ, 2020 წლის აპრილში გაათავისუფლეს, თუმცა ამ ფაქტმა ადგილობრივ საზოგადოებაში  და მის მსხვერპლთა ახლობლებში    ძლიერი უკმაყოფილება და აღშფოთება  გამოიწვია, ამასთანავე იმავდროულად მან დაარღვია გათავისუფლების პირობები,  რის შედეგადაც იგი ხელახლა იქნა დაკავებული  და გადაყვანილი ტრიპოლის ციხეში, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ  ხელახლა გაათავისუფლეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *