Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ველესტინო: მამამ ქალიშვილი ისლამის მიღების გამო სასტიკად სცემა

24 წლის ქალიშვილი სასტიკად სცემა მამამ, რადგან მან ისლამური რელიგიის მიღება  გადაწყვიტა.

გოგონამ რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევით ლაბორატორიაში მუშაობს, გუშინ მამის წინააღმდეგ  სასტიკად მოპყრობის გამო სასამართლოში სარჩელი წარადგინა.

„20 წუთის განმავლობაში ცხოველური  გაშმაგებით  მცემდა, რადგან არ უნდოდა თავსაბურავი მეტარებინა“- განაცხადა მან  სასამართლოში.

როგორც პრესა იუწყება,  ინგლისიდან დაბრუნებულმა  გოგონამ გადაწყვიტა რამდენიმე დღე გაეტარებინა მშობლებთან და 13 წლის ძმასთან ერთად,ხოლო მანამდე, როგორც ჩვენებაში თქვა, მშობლებს ისლამის მიღების შესახებ გადაწყვეტილების  თაობაზე  ტელეფონით აცნობა, რაზეც მათ  მძაფრი რეაქცია ჰქონდათ და  გააფრთხილეს, საბერძნეთში არ  დაბრუნებულიყო, მაგრამ გასულ შაბათს მაინც ჩავიდა  მათ სანახავად.

 

როდესაც მამამ შვილი თავსაბურავით იხილა, თავს დაესხა მას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გოგონას დედამ  მეზობლებს სთხოვა დახმარება.

როგორც მან განაცხადა მისი ქმარი იყო  მოძალადე და გამუდმებით სცემდა მას და მათ შვილებს.

„სახლში ის ყვიროდა, რომ მუსლიმები ავად არიან და არ მომცა საშუალება ამეხსნა,რომ ჩემი უფლებაა ვეძიო, გამოვიკვლიო რელიგიები და მივიღო გადაწყვეტილება“ – ამბობს 24 წლის გოგონა.

“უმოწყალოდ მცემდა, არ ჩერდებოდა ,  შველას ვითხოვდი და როცა მცემდა, თვალებში ცხოველური სიხარული ედგა. საკუთარ თავს დავპირდი, რომ თუ ისევ დამარტყამდა, მე პოლიციას შევატყობინებდი“.

თავის მხრივ, 50 წლის კაცმა ჩვენებაში  თქვა, რომ ამდენი წელია იბრძვის შვილებისთვის და ფინანსურად გვერდში უდგას, ამიტომ  ისინი ვალდებულნი  არიან   შეასრულონ მისი ბრძანებები, რადგან მხარს უჭერს მათ.

პროკურატურის გადაწყვეტილებით მამაკაცს, როგორც მოძალადეს  მორალური ბარიერების გარეშე, რომელიც არ სცემს პატივს ოჯახის წევრებს და ძალადობს მათზე, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  მიესაჯა.

50 წლის კაცი ტიროდა და ბოდიშს იხდიდა, სანამ პოლიციამ ის იზოლატორში არ მიიყვანა ციხეში გადასაყვანად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *