Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
შაბათი, მაისი 9, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: დააკავეს მამაკაცი, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა

ხალკიდიკის კალიკრატიაში 45 წლის მამაკაცი დააკავეს სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნების ბრალდებით, სადაც თავს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლად აცხადებს.

ვიდეოში ის ჩანს თესალონიკის ქუჩებში პატრულირებისას, რა დროსაც  მოუწოდებს ინტერნეტის მომხმარებლების შეუერთდნენ “Guardian Body A 120 Syntagma”-ს, (ეგრეთწოდებულ “კონსტიტუციის დამცველებს”).

აღნიშნული ვიდეო, რომელიც 3 წუთზე მეტხანს გრძელდება, მის ანგარიშზე გასულ აგვისტოში გამოქვეყნდა და იმავე სოციალური პლატფორმის სხვა მომხმარებლებმა გააზიარეს.

45 წლის მამაკაცი ექვსი I.X მარკის ავტომობილის წინ ჩნდება, რომლებზეც მოათავსებული ისეთი შუქურები, როგორიც აქვთ პოლიციის საპატრულო სამსახურის ავტომანქანებს.

ამ კონკრეტულ პოსტს, რომელსაც თან ახლავს ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა “თქვენ ხვდებით, რამდენად ადვილია ბერძნების გაგება” ან “ბერძნებო, ინტეგრირდით A120-ზე”, გამოიწვია თესალონიკის პროკურატურის ჩარევა, რომელმაც წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ამ კონტექსტში, თესალონიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს პოლიციელებმა აღნიშნული პიროვნება იპოვეს და დააკავეს.

მის კუთვნილ ავტომობილში აღმოჩენილია მანქანის ფარები, დასაკეცი დანა, ხელბორკილები, პორტატული გადამცემის სისტემა და სტიკერები „კონსტიტუციის მცველები“ .

წინასწარი გამოძიების დროს მან თქვა, რომ შუქურა და დანა იპოვა, რადგან ნებაყოფილობით ეწეოდა სახანძრო უსაფრთხოების კონტროლს.

მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არ აპირებდა თავისი ქმედებებით პოლიციის სამსახურის ჩანაცვლებას.

იგი გადაიყვანეს პროკურატურაში სადაც მის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის ჩადენის მუქარის, ასევე ძალადობის ბრალდებით საქმე აღიძრა.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *