Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ზოგრაფუ: დააკავეს შეიარაღებული ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ბინაში იყო ჩაკეტილი და ისროდა

პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ზოგრაფუში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იყო ჩაკეტილი და ჰაერში ისროდა.

აგია ლავრას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებმა დილიდანვე შეატყობინეს პოლიციას, რადგან როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აღნიშნავს,  თავიდან იფიქრეს, რომ  საბავშვო წვეულება იყო, სადაც შუშხუნებს ისროდნენ და ყურადღება არ მიაქციეს.

პოლიციამ დაუყოვნებლივ შემოარტა ალყა აღნიშნულ ტერიტორიას, ხოლო სპეციალური მომლაპარაკებელი პირი ცდილობდა მოხუცის დარწმუნებას შეეწყვიტა სროლა და პოლიციას ჩაბარებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცმა, რომელსაც როგორც ჩანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, საღამოს 22 საათის შემდეგ სანადირო თოფიდან ცეცხლი გახსნა და გათენებამდე  ისროდა.

საბოლოოდ პოლიციამ შეძლო  სპეციალური ოპერაციის ჩატარების შემდეგ მამაკაცის ბინაში შეღწევა, მისი  განიარაღება და დაკავება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *