Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: 25 წლის მამაკაცი კაფეში 73 წლის მამაკაცის ხელჯოხით ცემისთვის დააკავეს

კრიტზე პოლიციამ დააკავა 25 წლის მამაკაცი, რომელმაც მამის წაქეზებით ხელჯოხით სცემა და სხეულის დაზიანება მიაყენა 73 წლის მამაკაცს.

დაკავებულს პოლიცია ერთი თვის განმავლობაში ეძებდა, რადგან მას ბრალად ედებოდა, როგორც სხეულის განზრახ დაზიანება, ასევე ჰაშიშის პლანტაციის გაშენება.

ყველაფერი 15 აგვისტოს მოხდა, როდესაც დაკავებული მამასთან და უფროს ძმასთან ერთად კაფეში იმყოფებოდა, სადაც ასევე იყო დაზარალებული 73 წლის მამაკაცი.

ბრალდებულის მამას და დაზარალებულს შორის რაღაც მომენტში მათ შორის არსებული  ქონებრივი დავის გამო მწვავე შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც უფროსი ვაჟი 73 წლის მამაკაცს იარაღით დაემუქრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 71 წლის მამამ უმცროს ვაჟს უთხრა რომ დაზარალებულისთვის ჯოხი დაერტყა.

73 წლის მამაკაცის ხელჯოხით ცემის შემდეგ მამამ და მისმა ვაჟებმა კაფე დატოვეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს.

მოძალადეთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციას სახლში მხოლოდ 73 წლის მამა დახვდა, რომელიც დამნაშავის მორალური მხარდაჭერის და დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

16 აგვისტოს კი პოლიციამ ხანიაში, ტყიან ტერიტორიაზე ჰაშიშის ორი პლანტაცია იპოვა, სადაც კანაფის 565 ნერგი იყო მოყვანილი. მათი განადგურების შემდეგ პოლიციამ ადგილზე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პლანტაცია დაკავებულ 25 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *