Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

თურქეთი უარყოფს ჭორებს აია სოფიას დახურვის შესახებ: “მეჩეთი გაიხსნება”

24 საათის წინ (15/09) სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აია სოფია, რომელიც 2020 წლიდან ფუნქციონირებს მეჩეთად, ორმოცდაათი წლის განმავლობაში დაიხურება სარემონტო სამუშაოების გამო.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა დღეს (16/09) უარყო ეს ჭორები და სიცრუე უწოდა.

” გავრცელებული ინფორმაცია, რომ აია სოფიას მეჩეთის აღდგენას ორმოცდაათი წელი დასჭირდება და ამ პერიოდში ღვთისმსახურებისა და ვიზიტებისთვის დაიხურება, სიმართლეს არ შეესაბამება.

რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდება 2024 წლის იანვარში, ხოლო მეორე ეტაპი მომდევნო სამ წელიწადში. აია სოფიას მეჩეთი ამ პერიოდში ღია იქნება ღვთისმსახურებისა და ვიზიტებისთვის “, – ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების  სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ივლისში თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ სტამბოლის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების აღდგენის კონტექსტში გამოაცხადა პროექტი, რომელიც  აია სოფიას სტაბილურობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

სამი წლის წინ, ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შემდეგ შეიქმნა სამეცნიერო კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები. სტატიკური კვლევების დასრულების შემდეგ, კომიტეტის მიერ დამტკიცებული აღდგენის გეგმის მიხედვით  დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც ასევე გულისხმობს მიწისძვრების საწინააღმდეგო გამაგრებას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *