Latest news
ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა ღალაცში 80 წლის კაცის მკვლელობა დადასტურდა - ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული გაგუდეს საბერძნეთი: ემიგრაციაში წასული კვალიფიციური კადრები სამშობლოში ბრუნდებიან კუნძულ სიროსზე მაშველმა მამა და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი გადაარჩინა სალონიკსა და ჰალკიდიკში სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად გამოძიება დაიწყო ტაქსიში დაბადებული ახალი სიცოცხლე - დაუვიწყარი შემთხვევა ათენის ცენტრში ათენის ცენტრში ძარცვის მცდელობისთვის 3 არასრულწლოვანი დააკავეს პროგრამა „პროლამვანო“ 2030 წლამდე გაგრძელდება  აპირებს თუ არა საბერძნეთის პარლამენტი კონსტიტუციის მე-16 მუხლის გადასინჯვას პაპასტავრუ: წყლის მართვის არსებული მოდელი თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება
ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
მსოფლიო

იტალია: არალეგალი მიგრანტების ნავზე ქალმა იმშობიარა- ახალშობილი გარდაიცვალა

ლამპედუზაში (იტალია, სიცილიის რეგიონი) ღამით, შვიდი სხვადასხვა პატარა ნავით, აფრიკიდან სულ მცირე, 225 ადამიანი ჩავიდა, რომლებიც ადგილობრივმა პოლიციამ და სანაპირო დაცვის საპატრულო ეკიპაჟმა პორტში გადაიყვანა.

მიგრანტთა ნავზე გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი აღმოჩნდა, როგორც ჩანს დედამ ზღვაში, ნავზე იმშობიარა, მაგრამ ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დედას მშობიარობა ნავზე დაეწყო, რომელსაც დახმარებას ნავზე მყოფი ადამიანები უწევდნენ თუმცა ახალშობილი გარდაიცვალა. ბორტზე ორმოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით კუნძულზე არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

დაახლოებით 126,000 მიგრანტი ჩავიდა იტალიაში მიმდინარე წელს, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია 2022 წლის მდგომარეობასთან შედარებით.

მოხალისეები და პერსონალი აწვდიდნენ საკვებს ათასობით ადამიანს და ეხმარებოდნენ ახალჩასულების სიცილიაში და სხვა რეგიონებში გადაყვანაში.

ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანა გახდა მთავარი გასასვლელი პუნქტი აფრიკელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში გადასვლას ცდილობენ.

ევროკავშირის შეთანხმება, რომელიც ივლისში გაფორმდა, მხარს უჭერს 110 მილიონი ევროს  გამოყოფას მიგრანტთა კონტრაბანდის შესაჩერებლად, საზღვრების გასაძლიერებლად და მათ დასაბრუნებლად.

მიგრანტთა ნაკადის მატებამ ლამპედუზას მაცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც აპროტესტებდნენ მიგრანტების მასპინძლობისთვის ახალი კარვების ბანაკის აშენების გეგმებს.

“სახლში ორი შვილი მყავს. გასულ წლებში ეს საკითხი არ მაინტერესებდა. ახლა კი ჩემი შვილების დაცვის ინსტინქტი მამოძრავებს, რადგან არ ვიცი რა ბედი ელის ლამპედუზას მომავალში,”- განუცხადა აქციის მონაწილემ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს.

“ლამპედუზა ამბობს შეჩერდი! ჩვენ არ გვინდა კარვების ბანაკები. ეს გზავნილია ევროპისთვის და იტალიის მთავრობისთვის. ლამპედუზას მოსახლეობა დაიღალა”, – ამბობენ მომიტინგეები.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *