ვრცელდება კადრები თუ როგორ მიათრევს მძარცველი ავტომანქანით მსხვერპლს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა
ბერძნული მედიის მიერ ვრცელდება კადრები, რომელიც დეტალურად ასახავს 42 წლის მამაკაცის ქმედებას, რომელიც სისტემატიურად ძარცვავდა ქალ მძღოლებს და უმრავლეს შემთხვევაში თავზეხელაღებული ქმედებით საფრთხეში აგდებდა მათ სიცოცხლეს.
მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ აგია ვარვარაში დააკავეს. მის მიმართ აღძრულია საქმე ძარცვის კონკრეტულ და პოლიციის თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტებზე.
როგორც პოლიციის მასალებიდან ირკვევა, დამნაშავე გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომობილით როგორც წესი დილის ან შუადღის საათებში და ეძებდა ქალ მძღოლებს, რომლებიც დროებით ჩერდებოდნენ და ჩანთები მგზავრის სავარძელზე ჰქონდათ დატოვებული. შემდეგ მგზავრის მხრიდან ის დაბალი სიჩქარით უახლოვდებოდა მათ მანქანებს, ღია ფანჯრიდან ჩანთებს იღებდა და სწრაფად ტოვებდა იქაურობას.
იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი შეამჩნევდა და წინააღმდეგობას გაუწევდა, მძარცველი არ ერიდებოდა მათზე ფიზიკურ ძალადობას.
ატიკის უშიშროების ქვედანაყოფების წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 42 წლის მამაკაცმა აღნიშნული მეთოდით სულ 24 ქურდობა ჩაიდინა.
ნახეთ ვიდეო:
