Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

Google Maps-ის ნავიგატორით მოძრაობისას ხიდიდან გადავარდნილი და გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები სასამართლოში ჩივიან

ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები მამაკაცის ოჯახმა, რომელიც Google Maps- ის ნავიგატორის საშუალებით ავტომობილით მოძრაობისას დანგრეული ხიდიდან გადავარდა და გარდაიცვალა, ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა-იტყობინება ამერიკული მედია.

გარდაცვლილი ფილიპ პაქსონის ნათესავების სარჩელის თანახმად, ორი შვილის მამა, 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა 2022 წლის 30 სექტემბერს, უფროსი ქალიშვილის დაბადების დღის წვეულებიდან სახლში მიმავალი, როდესაც მისი ჯიპი დაზიანებული ხიდიდან მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც ის დაიხრჩო.

პექსტონმა არ იცოდა გზები იმ რაიონში, სადაც ავტომობილით გადაადგილდებოდა წვიმიან ღამეში, ამიტომ იყენებდა Google Maps-ის ნავიგატორს, რომელმაც ის მიიყვანა ხიდთან, რომელიც ათი წლის განმავლობაში დანგრეული იყო და არც არასდროს შეკეთებულა.

როგორც ამერიკული პრესა იუწყება, 2013 წელს წყალდიდობის შედეგად ჩამონგრეულ ხიდთან გამაფრთხილებელი ნიშნები ან რაიმე სახის ბარიერი არ ყოფილა. პაქსონის მანქანა  6 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდა. მოგვიანებით მისი ცხედარი პოლიციამ ამობრუნებულ და საწილობრივ წყალში ჩაძირულ მანქანაში აღმოაჩინა.

ხიდის ჩამონგრევამდე და ავტოკატასტროფამდე, რომელმაც პაქსონის სიცოცხლე შეიწირა, ბევრმა ადამიანმა აცნობა Google Maps-ის ოფიციალურ პირებს ამ კონკრეტული მარშრიტის განახლების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ პრობლემა რეაგირების გარეშე რჩებოდა, ნათქვამია სარჩელში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *