Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ინდონეზია: ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც ისლამური ლოცვა წარმოთქვა ღორის ხორცის ჭამამდე.

ინდონეზიაში 33 წლის მუსლიმ ქალს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსთვის, რომელშიც ისმის ისლამური ლოცვა მანამდე, სანამ ის ღორის ხორცს მიირთმევს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლინა ლუთფიავატი რელიგიური ჯგუფებისა და ცალკეული პირების მიმართ ” სიძულვილის გაღვივებაში” სცნეს დამნაშავედ.

სასამართლომ ის დაახლოებით 15 000 ევროს ოდენობის თანხით დააჯარიმა იმ პირობით, რომ თუ აღნიშნულ თანხას სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მაშინ TikToker-ს გაგზავნიან საკანში.

აღნიშნული ვიდეო გამოქვეყნდა მარტში, სადაც მან გამოიყენა სიტყვა “ბისმილაჰ” რაც ნიშნავს “ალაჰის სახელით” ღორის ხორცის ჭამამდე, რაც მუსლიმებისთვის აკრძალულია.

ქალი ამტკიცებს, რომ ღორის ხორცი ბალიზე ყოფნისას ცნობისმოყვარეობის გამო შეჭამა. მის შესახებ პოლიციას შეატყობინა ერთ-ერთმა მათგანმა მათ შორის, ვინც აღნიშნული ვიდეო ნახა.

როგორც BBC იუწყება, ინდონეზიაში რამდენიმე კონსერვატიულმა ჯგუფმა აღნიშნული ვიდეო ” ღვთის გმობად” შეაფასა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *