Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
საბერძნეთი

პატრაში ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე სამი მამაკაცი დააკავეს

პატრაში, უშიშროების ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს სამი მამაკაცი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკორეალიზაციისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ფაქტზე აღიძრა.

პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულები არიან დაჯგუფების წევრები, კონკრეტული სტრუქტურით, იერარქიით, განსხვავებული როლებითა და მეთოდოლოგიით, რომლებიც კოკაინით, კანაფით და ჰეროინით ვაჭრობას ახორციელებდნენ პატრაში.

ბრალდებულები სახლთან ახლოს შემოღობილ და ბოქლომოთ დაკეტილ მინდორში მდგარ საქათმეს ნარკოტიკული საშუალებების შესანახად იყენებდნენ. ამ ადგილიდან ყოველდღიურად იღებდნენ ნარკოტრაფიკისთვის საჭირო რაოდენობას.

პოლიციამ ბრალდებულებიდან ორი მათგანი მინდორში ყოფნისას დააკავა. შემოწმებისას მათ საკუთრებაში აღმოაჩინა ცელოფნის პაკეტებში დაფასოებული 1040 გრამი კოკაინი და 36 გრამი ჰეროინი. გარდა ამისა, პოლიციელებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწაში ჩაფლული და დამალული 538 გრამი კანაფი ამოიღეს.

დაჯგუფების ლიდერი სახლის შესასვლელთან დააკავეს, რომელსაც ჩხრეკისას თან 1450 ევრო და მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა.

პოლიციამ დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების შემდგომი ჩხრეკისას აღმოაჩინა და ამოიღო: 20,9 გრამი კანაფი, ორი სასწორი, ორი მოტოციკლი და 260 ევრო. უკანონო ფინანსური სარგებელი, რომელსაც დაკავებულები ნარკოტიკული საშუალების ვაჭრობით მიიღებდნენ, 143 990 ევროს შეადგენდა.

დაკავებულები პატრას საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *