Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მონადირეების მიერ სროლის შედეგად მძიმედ დაშავდა 69 წლის მამაკაცი-მისი ცხენი მკვდარი იპოვეს

ალბანური წარმოშობის 69 წლის მამაკაცი მძიმე დაზიანებებით არტას საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი მას შემდეგ, რაც მონადირეების მიერ სროლის შედეგად დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მესოპირგოსის რაიონის მაცხოვრებელი მამაკაცი ცხენთან ერთად იმყოფებოდა ახელოოსის ნაპირზე, კარდიცას მხარეს, რა დროსაც ის აღნიშნულ ტერიტორიაზე შემთხვევით გამვლელმა დაშავებული იპოვა, ხოლო მის გვერდით მკვდარი ცხენი ეგდო. ამ დრომდე არ არის ცნობილი ცხენი მონადირეების მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თუ მიზანმიმართულად იყო ნასროლი.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული 69 წლის მამაკაცი არტას საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქმეზე წინასწარ გამოძიებას კარდიცას უშიშროების დეპარტამენტი აწარმოებს, ხოლო პოლიცია მონადირეთა ჯგუფის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *