Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ახალი პირადობის მოწმობების გასაცემად პლატფორმა დღეს იხსნება-როგორ მიმდინარეობს გაცემის პროცესი

დღეიდან, 25 სექტემბრიდან, საბერძნეთში ახალი ტიპის პირადობის მოწმობების გაცემის ელექტრონული პლატფორმა იხსნება. ახალი მოწმობები აღიარებული იქნება ევროპის ყველა ქვეყანაში.

gov.gr-ზე ელექტრონული პლატფორმის გახსნის მომენტიდან საბერძნეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შევიდნენ და შეიტანონ მოთხოვნა ახალი პირადობის მოწმობის გაცემაზე.

კერძოდ, დაინტერესებული პირები გადავლენ gov.gr-ზე და დანიშნავენ შეხვედრას პოლიციის დეპარტამენტში ახალი პირადობის მოწმობის გაცემაზე, შემდეგ კი შეხვედრა დადასტურებული იქნება მათ მობილურ ტელეფონზე და ელ. ფოსტაზე SMS-ის გაგზავნით, რის  შემდეგაც მოქალაქეები მივლენ პოლიციის განყოფილებაში გაცემის პროცეს დასადასტურებლად და 7- დან 10 დღის ფარგლებში მათ ეცნობებეათ, რომ მივიდნენ პირადობის მოწმობის ასაღებად.

ქვეყნის მასშტაბით ახალი პირადობის მოწმობების გასაცემად პოლიციის განყოფილებების 367 პუნქტი იმუშავებს, ხოლო დაგეგმილია 60 გადასატანი კიბის ამოქმედება, რომელიც განკუთვნილია პარტიმართათვის, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტებისთვის, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ახალი პირადობის მოწმობის ღირებულება შეადგენს 10 ევროს რომელიც გადაიხდება ელექტრონული ქვითრის მეშვეობით. განმცხადებლის მიერ ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი ხელახალი გაცემისთვის  გადაიხდება დამატებითი გადასახადი 9.00 ევროს ოდენობით.

ახალი პირადობის მოწმობა ძალაში იქნება გაცემის დღიდან 10 წლის განმავლობაში, ისევე როგორც დღემდე არსებული. მოქმედების ვადა არის ზომა, რომელიც უზრუნველყოფს პირადობის მოწმობის სანდოობას, რადგან ფიზიონომიური მონაცემები მომხმარებლის სახეზე ყოველ ათ წელიწადში გარკვეულწილად იცვლება.

ამასთანავე, ახალი რეგულაციის მიხედვით ძველი პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა 2026 წლის აგვისტოდან ამოიწურება, რადგან მათ არ აქვთ ელექტრონულად წაკითხვადი ზონა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *