Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ირაკლიო: არეულობა აეროპორტში მამაკაცის გამო, რომელიც თვითმფრინავში დანით ადიოდა

დღეს ირაკლიოს აეროპორტში არეულობა შეიქმნა ფრანგი მამაკაცის გამო, რომელიც ლიონის მიმართულებით თვითმფრინავში ქამაზე 8სმ-იანი დანით ცდილობდა ასვლას.

გავრცელებული ცნობით, საუბარია ფრანგ წყვილზე, რომელიც დღეს, შაბათს, 30/9, შუადღისას ლიონში მიფრინავდა. ირაკლიოს „ნიკოს კაზანძაკის“ აეროპორტის დაცვამ, რუტინული შემოწმებისას, 50 წლის მამაკაცის ქამრის ბალთაზე რაღაც უცნაური შენიშნა და გააჩერა.

აღმოჩნდა, რომ ქამარში ჩამალული იყო 8 სანტიმეტრიანი დაკბილული დანა, რომელიც მეტალის სენსორმა დააფიქსირა. განგაში მაშინვე გამოცხადდა და პოლიცია გამოიძახეს.

მამაკაცი ამტკიცებდა, რომ  ლიონიდან ჩამოვიდა იმავე ქამრით, ისე რომ არავინ შეაჩერა! რადგან ლიონის აეროპორტის დაცვის თანამშრომლებს დანა არ შეუმჩნევიათ.

ირაკლიოს აეროპორტის პოლიციამ გააგრძელა დაკითხვა, მაგრამ მამაკაცთან დაკავშირებით სხვა რაიმე საეჭვო გარემოება ვერ აღმოაჩინეს და საბოლოოდ მისცეს საშუალება გაფრენილიყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *