Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

შვედეთი: ახალგაზრდები უკავშირდებიან ბანდებს და ითხოვენ მკვლელობების შეკვეთას, აცხადებს პოლიცია

სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება ბანდების ომში,  რომელიც შვედეთში ბოლო თვეებში მძვინვარებს, განაცხადა პარასკევს ქვეყნის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა მას შემდეგ რაც სამი ადამიანი დაიღუპა შოკისმომგვრელ ძალადობრივ ინციდენტებში ბოლო 24 საათის განმავლობაში.

“ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად უკავშირდებიან კრიმინალურ ორგანიზაციებს და ითხოვენ მკვლელობების შეკვეთას,”- განაცხადა შვედეთის პოლიციის უფროსმა ანდერს თორნბერგმა პრესკონფერენციაზე.

შვედეთში ემიგრანტების გაზრდილმა ნაკადებმა ქვეყანა კრიმინოგენული აფეთქების საფრთხის წინაშე დააყენა. დიდი ხანია სერიოზულ პრობლემად იქცა ძალადობის გახშირებული შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია კონკურენტ დაჯგუფებებთან და ბანდებთან, რომლებიც იბრძვიან ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაზე კონტროლის ხელში ასაღებად.

ძალადობის შემთხვევები განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო თვეებში მომხდარი დაპირისპირების გამო, რომელიც დაიწყო ერთ-ერთ ამ ბანდაში. სროლები და აფეთქებები თითქმის ყოველდღიური მოვლენა გახდა.

“კრიმინალები დაუნდობლები არიან, ისინი იყენებენ ბანდების მიღმა ადამიანებს, ხშირად არასრულწლოვანებს. ისინი „აძლევენ მათ იარაღს და მიმართულებას, რომ შეტევაზე წავიდნენ,”- აცხადებს თორნბერგი.

სახელმწიფო ტელევიზიის SVT-ის მონაცემებით, სექტემბერში სროლებსა და აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ თვეში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

ოთხშაბათს და ხუთშაბათის ღამეს სამი მკვლელობა დაფიქსირდა, რომელთა მსხვერპლი 18 წლის ახალგაზრდა და 25 წლის ქალი არიან.

მატს ლინდსტრომი, პოლიციის ოფიცერი სტოკჰოლმის რაიონში, რომელმაც შეისწავლა მრავალი გზავნილი, რომლითაც მკვლელობების ბრძანება გაიცა, ადასტურებს, რომ ხშირად ახალგაზრდები თვითონ ითხოვენ ამ “კონტრაქტების” აღებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ წერენ: არის კონტრაქტები? მე და ჩემი მეგობარი 200 000 კრონად ვართ ხელმისაწვდომი“, – განმარტა მან. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ სტატუსი, გახდნენ დამნაშავეთა წრეში გავლენიანი ფიგურა.”- ამბობს ის.

ხუთშაბათს შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ის დახმარებას სთხოვს სამხედროებს, რათა დაეხმარონ პოლიციას ძალადობის აღკვეთის მიმართულებით მუშაობაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *