Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიემიგრაციაკრიმინალი

სროლა აგიო პანტელეიმონზე: გარდაცვლილია ქართველი მამაკაცი

შაბათს ღამით აგიო პანტელეიმონზე განგაში გაისმა. გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ.

კერძოდ, 74 წლის მამაკაცი აგიო პანტელეიმონზე, გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და სუფრასთან ერთად მხიარულობდნენ, რის შემდეგაც  მოულოდნელად წავიდა და ისევ დაბრუნდა წყვილის სახლში, ამჯერად იარაღით, რათა ესროლა.

სროლის შედეგად 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულია, რომ მკვლელობა მათი სამი შვილის,  11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების თვალწინ მოხდა.

„შაბათს ღამით, 02:30 საათზე გაისმა სროლები. აივანზე გოგონა გამოვიდა ყვირილი “მიშველეთ, მიშველეთ, მამაჩემი მოკლეს”. ალბათ დაბადების დღე ჰქონდათ სახლში “, – ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 74 წლის მამაკაცმა ქართველს 9 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა და ის მომენტალურად გარდაიცვალა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *