Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ავსტრალია: პენსიონერმა წყვილმა თითქმის 500 დღე გაატარა საკრუიზო გემზე, რადგან უფრო იაფი იყო, ვიდრე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება

ავსტრალიელი მარტ და ჯენს ანსენების ხანდაზმულმა წყვილმა ზედიზედ 51-ჯერ საზღვაო კრუიზის დაჯავშნისა და გემით თითქმის მთელი მსოფლიოს შემოვლის შემდეგ, საერთო ჯამში თითქმის 500 დღე გაატარა ზღვაზე. ისინი ამბობენ, რომ კრუაზიერით მოგზაურობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება.

წყვილი თავის პირველ კრუიზში 2022 წელს, ორწლიანი მკაცრი კოვიდ შეზღუდვების შემდეგ გაემგზავრა და ამ დრომდე აგრძელებენ გემით მოგზაურობას. ისინი საკრუიზო გემ “Coral Princess”-ზე 450 დღეზე მეტ ხანს დარჩნენ-იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეკიპაჟის უმეტესობა კაპიტნების ჩათვლით.

მათი აზრით გემზე ცხოვრება იმითაა საინტერესო  რომ აქ ყოველთვის შეგიძლია მოძებნო და დაკავდე აქტივობით, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ჯესის განსაკუთრებით სიამოვნებს სამეჯლისო ცეკვები, ხოლო მარტის ახალი მეგობრების შეძენა. მათი მოგზაურობა გემის საბოლოოდ დატოვებამდე კიდევ რვა თვეს გაგრძელდება, თუმცა ეს არ იქნება მათი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დასასრული. ისინი გეგმავენ “Crown Princess”-ზე, უფრო დიდ გემზე ასვლას კიდევ ერთი წლით.

რაც შეეხება მათ ოჯახის წევრებს, ახლობლები წყვილის მონახულებას მაშინ ახერხებენ, როდესაც გემი მათ საცხოვრებელ ქალაქებთან ახლოს, პორტებში ჩერდება.

ნახეთ ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *