Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სროლები მანდრაში: დაკავებულია 10 ადამიანი

განგაში გამოცხადდა ოთხშაბათს ღამის 20:00 საათზე მანდრას რაიონში, მაცხოვრებლების მიერ სროლების შესახებ პოლიციაში განხორციელებული ზარის შემდეგ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ შუა გზაზე დაგდებული პისტოლეტი იპოვა.

მანდრაში, დიგენი აკრიტის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაუყოვნებელი მოქმედების ცენტრში გამოძახება 20:05 საათზე დაფიქსირდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბოშათა ორი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებსაც სავარაუდოდ ერთმანეთთან უთანხმოების ნიადაგზე დაპირისპირება ჰქონდათ.

ოთხი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას შეჩერებულიყვნენ და გაქცევის დროს ჰაერში ესროლეს.

საბოლოოდ, პოლიციის მიერ განხორცილებულ ოპერაციას ათი პირის დაკავება მოჰყვა.

პოლიციის მიერ ქუჩაში ნაპოვნი პისტოლეტი კრიმინალური ლაბორატორიის ექსპერტიზაზეა გადატანილი, რათა დადგინდეს გამოყენებულია თუ არა ის სხვა რომელიმე დანაშაულის ჩადენის დროს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *