Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ირაკლიო: არეულობა აეროპორტში – ისრაელის მოქალაქეები უარს ამბობენ ქვეყანაში დაბრუნებაზე

არეულობა მოხდა ირაკლიოს აეროპორტში კრეტაზე, როდესაც ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელიდან ჩასულმა ტურისტებმა უარი განაცხადეს თელ-ავივის მიმართულებით რეისზე ასვლაზე.

გავრცელებული ცნობით, ირაკლიოში “ნიკოს კაზანძაკის” აეროპორტში დღეს დილით არეულობა შეიქმნა ისრაელის მოქალაქე ტურისტებთან დაკავშირებით, რომლებიც კრეტადან ჩვეულებრივ მიფრინავდენ დღეს თელ-ავივის მიმართულებით.

თუმცა, სამხრეთ ისრაელში სიტუაციის გამწვავებამ უზარმაზარი შეშფოთება გამოიწვია ტურისტებში, რის შედეგადაც 17-მა მათგანმა უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე. დაგეგმილი ფრენები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ისრაელის 17-მა მოქალაქემ თანამემამულეებთან ინტენსიური დისკუსიის შემდეგ გადაწყვიტა  აეროპორტიდან უკან, ირაკლიოში დაბრუნებულიყო.

ERT-თან საუბრისას, კრეტას ტურისტული სააგენტოების გაერთიანების პრეზიდენტმა მიხალის ვლატაკისმა განაცხადა, რომ „ზოგიერთ ტურისტს ეშინია იმის, რაც ხდება მათ სამშობლოში. 340 ადამიანიდან, ვინც ისრაელში დილით უნდა გაფრენილიყო, 17-მა საბოლოოდ უარი თქვა წასვლაზე! ასე რომ, მათ დაკარგეს უკვე ნაყიდი ბილეთები დასაბრუნებლად და დაჯავშნეს სასტუმრო ნომრები ირაკლიოში საკუთარი ხარჯებით.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ირაკლიოდან ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად 9 რეისი სრულდება. მიუხედავად დილიდან შექმნილი ქაოსისა, დანარჩენი რეისები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *