Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: იერუსალიმში მოსალოცად წასული ექსკურსანტები უვნებლად დაბრუნდნენ

61 ექსკურსანტი, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა მიწაზე მოსალოცად იმყოფებოდნენ და ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული სასტიკი  თავდასხმის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ კრეტაზე.

ექსკურსია ფოდელეს წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ორგანიზებით მოეწყო და როგორც მამა პანტელეიმონ მუგუროსი აღნიშნავს თავის პოსტში, როდესაც ომის სირენების ხმა გაისმა ის უკვე აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე იყო.

“ჩვენ უსაფრთხოდ დავბრუნდით!!! უხილავი ძალა გვიცავდა მთელი ჩვენი ექსკურსიის განმავლობაში. 61 ადამიანი გაჰყვა ჩვენს წმინდა მონატერს წმინდა მიწაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენ ვითვლიდით 62 ადამიანს!

სხვისთვის შეიძლება დამთხვევაა, ჩვენთვის არა! როცა სირენების ხმა გაისმა და ომი დაიწყო, ჩვენ უკვე აეროპორტის გზაზე ვიყავით. რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ ღვთისა და ჩვენი წმინდანის დახმარებით სასწაულის მომსწრე გავხდით. სამწუხაროდ სხვა ჯგუფები საბერძნეთიდან და ბალკანეთიდან იქ არიან ჩარჩენილები, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მათთან და ვლოცულობთ მათთვის.”- ნათქვამია პოსტში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *