Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
პარასკევი, მაისი 8, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელში მცხოვრები ბერძენის შოკისმომგვრელი პოსტი: „ათი წუთი ჩვენს კარზე აკაკუნებდნენ“

ახილეას პეკლარისი, ბერძენი ჟურნალისტი, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ქალაქ ჰაიფაში, ისრაელში, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში აღწერს იმ ტკივილსა და კოშმარს, რომელიც განიცადა, როდესაც უცნობები 10 წუთის განმავლობაში დაჟინებით აკაკუნებდნენ მისი სახლის კარზე კვირას, დილის საათებში.

ის საუბრობს “ყველაზე საშინელ ომზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში” რეგიონში, მაგრამ ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მომავალ დღეებში დაველოდებით მოვლენების განვითარებას და გადავაფასებთ სიტუაციას”.

ახილეას პეკლარისი თავის პოსტში წერს:

„კვირა გათენდა და ქვეყანაში ომია, ყველაზე უარესი მრავალი ათწლეულის განმავლობაში. რაც ხდება წარმოდგენას მიღმაა, წარმოუდგენელი და სრულიად მოულოდნელია. რაც სერიალ “ფაუდას” მე-3 სეზონში ვნახეთ, რომ დაეშის ჯიჰადისტები შედიოდნენ და გამოდიოდნენ ისრაელში, შედიოდნენ სახლებში, იყვანდნენ მძევლებს და ა.შ. ის რაც გუშინ მოხდა, ამაზე ათჯერ უარესია და სამწუხაროდ, რაც შემდეგ მოხდება, კიდევ უფრო უარესი იქნება და საკმაოდ დიდი ხნით გაგრძელდება.

ჩვენ და ჩვენი პატარები ჯერ-ჯერობით აბსოლუტურად უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავით ქვეყნიდან, არ დაგვეტოვებინა სახლი, სანამ შეგვეძლო დარჩენა. ჩვენი ოჯახის ყველა წევრი დაცულია, ისევე როგორც ჩვენი ახლო წრე. ჩვენ დაველოდებით მოვლენებს უახლოეს დღეებში და გადავაფასებთ სიტუაციას.

დილის 3:30 საათზე ჩვენი ბინის კარზე დაჟინებულმა კაკუნმა გაგვაღვიძა. საბედნიეროდ ბავშვებს ღრმად ეძინათ. თითის წვერებზე მივედით კარის სათვალთვალოსთან. დავინახე ორი მამაკაცი პოლიციის ფორმაში. უშიშროების ორგანოების დირექტივა მკაფიო იყო: „არ გაუღო კარი არავის ვისაც არ იცნობ, რაც არ უნდა თქვას“. სწორედ ეს გავაკეთეთ. კაკუნი გაგრძელდა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ორივეს სუნთქვა შეგვეკრა და ვიმედოვნებდით, რომ ბავშვები არ გაიღვიძებდნენ და ტირილს არ დაიწყებდნენ. ორი ფორმიანი მამაკაცის წასვლის შემდეგ ადგილობრივ პოლიციის დეპარტამენტს დავუკავშირდით. საბედნიეროდ, დაადასტურეს, რომ ეს მათი ხალხი იყო და  “ვიღაცას ეძებდნენ“, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ბინაში ჩვენს გარდა არავინ იყო.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ასობით ჩემს მეგობარს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვიდ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას ბერძნული მედიიდან, რომლებიც დამიკავშირდნენ გადაცემებში და საინფორმაციო გამოშვებებში.

როგორც წინა პოსტში დავწერე, როგორც ახალშობილის მამა, ამჟამად სრულ ჟურნალისტურ შვებულებაში ვარ. ნატალის და ჩვენს პატარებს ვერ მივატოვებ, რომ ფრონტზე წავიდე და მოვლენები გავაშუქო. ახალი არაფერი მაქვს დასამატებელი იმაზე მეტი, რაც უკვე ვრცელდება საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის მიერ და რაც მთავარია, არ მინდა ამ საშინელი ენერგიის შემოტანა ჩვენს სახლში.

ამასობაში გათენდა. ნატალი აკეთებს მედიტაციას ამ საშინელების დასაბალანსებლად. წავიკითხე ახალი ამბები. ლიბიმ და მატეომ ახლახან გაიღვიძეს. ჩავეხუტეთ, იღიმებიან და უდანაშაულო მზერით გვიყურებენ. მათ სამყაროში ჯერ კიდევ არის მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და სიხარული. და ასეც დარჩება.”

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *