განგაში ჰამბურგის აეროპორტში თეირანის თვითმფრინავზე “თავდასხმის საფრთხის” შესახებ
დღეს ჰამბურგის აეროპორტმა ფედერალური პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე დროებით შეაჩერა ყველა ფრენა (როგორც შემავალი ასევე გამავალი).
გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, აეროპორტის სპიკერმა განაცხადა, რომ აეროპორტმა მიიღო საფრთხე თეირანიდან მომავალ თვითმფრინავზე თავდასხმის შესახებ.
თვითმფრინავში, რომელიც გერმანიის აეროპორტში დაახლოებით 12:20 საათზე დაეშვა (ადგილობრივი დროით), ბორტზე 198 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა. ამ მომენტისთვის თვითმფრინავი იზოლირებულია უსაფრთხო ადგილას, ხოლო მგზავრები ცალკე გასასვლელით გადაიყვანეს, სადაც მიმდინარეობს როგორც პირადად მათი, ასევე ბარგის ჩხრეკა.
ფედერალური პოლიცია ძირითად აქცენტს მგზავრ მამაკაცებზე აკეთებს, რადგან საფრთხეს სერიოზულად თვლიან. ფეხზე დგას აეროპორტის სახანძრო სამსახურიც.
Facebook Comments Box
