Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ისრაელიდან დაბრუნებული ბერძენი განცდილ კოშმარზე საუბრობს – „40 წუთი ვიარე საომარ ზონაში“

ტიმონ ლუტრიოტისი ისრაელიდან დაბრუნებული ბერძენია, რომელიც ჯგუფთან ერთად ისრაელში 5 დღით იყო წასული დასასვენებლად და 40 წუთის გავლა მოუწია ომის ზონაში, სანამ უსაფრთხო ადგილს მიაღწევდა.

“ისრაელში მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეს მართლაც უპრეცედენტო გამოცდილება იყო, შიში და ტერორი გავიარეთ.”-ამბობს ის.

შემდეგ მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. „6:45 საათზე გაისმა სირენების ხმა, მას შემდეგ დაიწყო პანიკა, არც კი ვიცოდით სად უნდა მივსულიყავით, არ ვიცოდით სად წავსულიყავით, ტელეფონები არ მუშაობდა, ამიტომ ჩვენც დავიწყეთ და ვიმოქმედეთ საკუთარი გეგმით”

როგორც მან შემდეგ განმარტა, მას და მის ჯგუფს თელ-ავივში საცხოვრებელში დარჩენა მოუწიათ. „ჩვენ ვიყავით 5 ბერძენი, რომლებიც ვცხოვრობდით  თელ-ავივში საცხოვრებელში. მე და ბავშვები შეშინებულები ვიყავით. გადავწყვიტე წავსულიყავი საელჩოს საპოვნელად, არ ვიცოდი ღია იყო თუ არა, რადგან ტელეფონებს არ პასუხობდნენ. იქიდან წავედი აეროპორტისკენ, 40 წუთი ვიარე ტერიტორიაზე, სადაც უწყვეტი დაბომბვა ხდებოდა.”

როგორც მან თქვა, აეროპორტში მისვლისას პანიკა დაიწყო, ისმოდა სირენების ხმა და ის თავშესაფარში მოათავსეს..

ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *