Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

“წითელი განგაში” საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროში და ანტიტერორისტულ სამსახურში-გაზრდილი შემოწმებები აეროპორტებში და ებრაული სამიზნეების გაძლიერებული დაცვა

ისრაელში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საბერძნეთის უშიშროების და ანტიტერორისტულმა სამსახურმა მოითხოვა დაცვის ზომების გაძლიერება ებრაული სამიზნეების ირგვლივ და ისრაელის საელჩოს მოთავსება მკაცრი უსაფრთხოების კორდონის ქვეშ.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, რომელიც EL.AS-ის შტაბმა შეადგინა მოძრაობს სამი ძირითადი ღერძის გარშემო.

ამ გეგმის პირველი ღერძია ეროვნული დაზვერვის სამსახურის საინფორმაციო ქსელის მაქსიმალური გააქტიურება. ამავდროულად საბერძნეთის მასშტაბით მიზანმიმართული ზომები იქნება მიღებული განსახლების ცენტრებში, სადაც დროებით ათავსებენ მუსლიმებს. ამავდროულად ათობით ადამიანი პალესტინიდან, რომლებიც გადაადგილდებიან დედაქალაქში და გასულ კვირამდე მარტივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ასევე მჭიდრო კორდონში მოათავსეს.

აღნიშნული გეგმის მეორე ღერძია გაძლიერებული კონტროლი საბერძნეთის აეროპორტებში. ახლო აღმოსავლეთის ქალაქებიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე საჰაერო გზით ჩამოსული ყველა მგზავრი საფუძვლიანად შემოწმდება.

და ბოლოს, რაც შეეხება გეგმის მესამე ღერძს, ეს ეხება ისრაელისა და ებრაული ინტერესების დაცვას. უკვე მკვეთრად გაიზარდა კიფისიის გამზირზე განთავსებული ისრაელის საელჩოს დაცვა. ფართო ტერიტორია აყვანილია 24 საათიან პატრულირებაზე. ამავდროულად გაძლიერდა ზომები ებრაულ ბიზნეს ობიექტებზე ათენში და განსაკუთრებით თესალონიკში, სადაც დიდი ებრაული დიასპორაა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *