ანჯელინა ჯოლი: მისი პირველი ფოტოები მარია კალასის როლში
ჩილელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის პაბლო ლარენის ახალ ფილმში, რომელიც მე-20 საუკუნის უდიდესი სოპრანოს მარია კალასის ცხოვრებას ასახავს, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო და შესაბამისად ფილმის პირველი მომენტებიც უკვე გამოჩნდა ინტერნეტში, მარია კალასის როლს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი შეასრულებს.
ნამდვილ ისტორიებზე დაფუძნებული ფილმი ” მარია” ასახავს სახელგანთქმული სოპრანოს მშფოთვარე, ლამაზ და ტრაგიკულ ცხოვრებას და ყურადღებას ამახვილებს მისი სიცოცხლის ბოლო დღეებზე პარიზში 1970-იან წლებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის გადაღებები გაგრძელდება დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში პარიზში, საბერძნეთში, ბუდაპეშტში და მილანში, რაც ღიად ტოვებს შესაძლებლობას, რომ ანჯელინა ჯოლი ეწვიოს საბერძნეთს. გადაღებების ნაწილი, როგორც ამბობენ, ოქტომბრის შუა რიცხვებში ილიას პრეფექტურის სანაპირო სოფელ კატაკოლოში დაიწყება.
ფილმში ასევე მონაწილეობენ პიერფრანჩესკო ფავინო, ალბა რორვაჩერი და კოდი შმიდტ-მაკფი. არისტოტელე ონასისის როლს თურქი მსახიობი, ემის მფლობელი ჰალუქ ბილგინერი შეასრულებს.
ფილმის გადამღებმა ჯგუფმა უკვე გააზიარა ანჯელინას ორი ფოტო გადაღებებიდან მარია კალასის როლში.
