Latest news
საბერძნეთი: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განაცხადების მიღება 16 ივლისს სრულდება არის თუ არა ჭარბწონიანობა ქრონიკული დაავადება სუპერმარკეტების ავტოსადგომები – პარკირებისა და ელექტრომობილების დამუხტვის ახალი შესაძლებლობა წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გემით გადაყვანა ევსომოს: რატომ დაწვა 35 წლის კაცმა მისი რძლის ავტომანქანა ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა ვინ იყო პაისი მთაწმინდელი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი წმინდანი ბერძნებისთვის სუროტი: მორწმუნეთა რიგები წმინდა პაისის მიძინების 32 წლისთავზე საბერძნეთი: ხვალიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება საბერძნეთის სკოლებში ცურვის გაკვეთილები IV კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო ხდება
კვირა, ივლისი 12, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

თრილერი პედიონ არეოსზე ნაპოვნ ადამიანის თავის ქალასთან დაკავშირებით: ეკუთვნის თუ არა ის პატარა ანის

ხუთშაბათს (12/10) დილით, პედიონ არეოსზე ნაპოვნ ადამიანის თავის ქალასთან დაკავშირებით საქმემ გაცილებით სერიოზული სახე მიიღო, რადგან პოლიცია იძიებს, უკავშირდება თუ არა ის 2015 წელს, საკუთარი მამის მიერ პატარა ანის შემზარავი მკვლელობის გახმაურებულ საქმეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა ნაპოვნი თავის ქალა ექსპერტიზის ლაბორატორიაში გადაიტანეს ანთროპოლოგიური გამოკვლევისთვის. ამჟამად გამოძიებაზე პასუხისმგებელი ოფიცრები ელიან ანთროპოლოგის დასკვნას, რადგან არ გამორიცხავენ, რომ თავის ქალა 4 წლის ანის ეკუთვნის, რომელიც 2015 წელს საკუთარმა მამამ მოკლა.

2015 წელს,აღნიშნული მკვლელობის შემდეგ, დაკითხვის დროს გარდაცვლილი ბავშვის მამამ აღიარა, რომ ქალიშვილი მოკლა, სხეული დაანაწევრა და სხეულის ნაწილები სხვადასხვა ადგილას გადააგდო. კერძოდ, თავის ქალასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ის პედიონ არეოსზე გადააგდო.

თუ ანთროპოლოგი დაასკვნის, რომ ეს არის არასრულწლოვანის თავის ქალა, მაშინ დაიწყება გამოძიება, რათა დადგინდეს, ის საბოლოოდ ეკუთვნის თუ არა პატარა ანის.

რაც შეეხება პატარა გოგონას მკვლელობას, ეს არის დანაშაული, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი საბერძნეთი.

2015 წლის აღდგომა იყო. პატარა ანის დედა გერმანიაში სამოგზაუროდ იყო წასული და ბავშვი მამასთან ერთად დატოვა სარდაფის ტიპის ბინაში, მიხაილ ვოდას ქუჩაზე.

მოგზაურობიდან დაბრუნებულ დედას ბავშვი სახლში აღარ დახვდა. მამამ თქვა, რომ შვილი სათამაშო მოედანზე წაიყვანა, საიდანაც ბავშვი დაიკარგა. დედამ პატარა გოგონას ძებნა დაიწყო და ყველას სთხოვდა თუ ვინმემ რამე იცოდა ბავშვის შესახებ, ეცნობებინათ. არავინ ელოდა იმ საშინელებას, რომელიც დატრიალდებოდა.

ბევრი წინააღმდეგობებისა და პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, პატარა გოგონას 27 წლის მამამ საბოლოოდ აღიარა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, მის მიერ გამხელილმა დეტალებმა კი საზოგადოების შოკი გამოიწვია.

მამა ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი მოიხმარა და როცა გაიღვიძა, პატარა ანი მის გვერდით მკვდარი და გაყინული იწვა. პოლიციაში დარეკვის ნაცვლად, მან ბავშვი დაანაწევრა აბაზანაში, კიდურები და სხეულის ზოგიერთი სხვა ნაწილი მოხარშა და უნიტაზში ჩააგდო, ნაწილი კი ათენის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ურნებში გადააგდო.

მისი თქმით, ეშინოდა, რომ თუ ანის დედა გაიგებდა, რომ ბავშვი მისი უყურადღებობის გამო მოკვდა, მიატოვებდა და ამიტომ გააკეთა ის, რაც გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამამ გოგონა ან დახრჩობით, ან მუშტებითა და წიხლებით ცემით მოკლა, თუმცა ის ამას არ აღიარებდა. თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ მათ გაიგეს ბავშვის ტირილი და ყვირილი.

პოლიციის ოფიცერმა, რომელიც იძიებდა საქმეს, გაამხილა, რომ მაშინ რეალურად მომხდარის მხოლოდ 10% გასაჯაროვდა, რადგან დეტალები იმდენად ამაზრზენ და ბარბაროსულ დანაშაულებრივ ქმედებას ამხელდა, გარკვეული თვალსაზრისით არ იყო მიზანშეწონილი საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება.

27 წლის მამას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ბავშვის დედა კი გაამართლეს და მან საბერძნეთი დატოვა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *