Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

წარმოუდგენელი ინციდენტი ლარისაში: ადამიანის მძევლად აყვანის უმძიმესი ბრალდებით ორი ფერმერი დააკავეს

გუშინ (12/10) ლარისაში პოლიციის თანამშრომლებმა შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით ორი მესაქონლე ფერმერი დააკავეს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 62 წლის მამაკაცმა წარმოშობით რუმინეთიდან, თავისი ქვეყნის საელჩოს შეატყობინა, რომ მისი ორი დამსაქმებელი მას არასათანადოდ ეპყრობოდა და ცხრა თვის განმავლობაში მძევლად ყავდათ.

როგორც მედია იუწყება, 62 წლის მამაკაცი გასული წლის იანვარში იმყოფებოდა ლარისაში და 44 წლის მესაქონლესთან შეთანხმებული იყო მასთან ცხვრის მწყემსად მუშაობაზე. რამდენიმე დღის შემდეგ მან წასვლის სურვილი გამოთქვა, რადგან სამუშაო გარემო შეუფერებლად ჩათვალა, რის საპასუხოდაც, მისი საჩივრის თანახმად, დამსაქმებელთაგან ერთ-ერთმა მათგანმა მას მუშტი დაარტყა და პირადობის მოწმობა წაართვა. როგორც მან პოლიციაში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დარტყმის შედეგად დაშავდა, ის  საავადმყოფოში არ  წაუყვანიათ, მას მუდმივად ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.

62 წლის მწყემსი აცხადებს, რომ მისი სურვილის გარეშე გადაიყვანეს გრევენას მთებში, სადაც აგვისტოს ბოლომდე მუშაობდა. სექტემბრის დასაწყისში მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სურდა წასულიყო, რის საპასუხოდაც ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ. და ბოლოს,  ფერმერებს მისთვის გადასახდელი ჰქონდათ 4800 ევროს ოდენობის თანხა ხელფასის სახით, საიდანაც მას მხოლოდ 300 ევრო გადაუხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის მამაკაცმა დაადასტურა ის, რაც შეატყობინა თავისი ქვეყნის საელჩოს და აქვე  განაცხადა, რომ ცხვრის ფარას  ვერ ტოვებდა, რადგან ეშინოდა დამსაქმებლების მუქარის, რომლებსაც მისი პირადობის მოწმობა ჰქონდათ.

ლარისას უშიშროების ქვედირექციის პოლიციის თანამშრომლები, რუმინეთის საელჩოსგან მიღებული შეტყობინების შემდეგ, მივიდნენ აღნიშნულ ფერმაში, სადაც ნახეს 62 წლის მწყემსი, შემდეგ კი ორივე ფერმერი დააკავეს.

დაკავებულები ლარისას პროკურატურაში გადაიყვანეს მომხდარზე ახსნა-განმარტების მისაცემად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *