Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: პირეას პორტში კონტეინერებში დამალული 67 კგ კოკაინი ამოიღეს-დაკავებულია სამი პირი

ატიკის უშიშროების ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის დემონტაჟი განახორციელა, რომლის წევრებიც სამხრეთ ამერიკიდან საბერძნეთში კონტეინერებით დიდი ოდენობით კოკაინის იმპორტს ახდენდნენ.

საქმეზე დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები 41, 31 და 36 წლის სამი პირი დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობის და ნარკოკანონმდებლობის დარღვევის მუხლით აღიძრა.

წინასწარ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და დამუშავების, ასევე საქმეში მონაწილეთა პროფილების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტრუქტურა, მისი ტრანსნაციონალური ხასიათი  და მისი წევრების დანაშაულებრივი საქმიანობა.

კონკრეტულად, სულ მცირე, 2022 წლიდან ბრალდებულები შეუერთდნენ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებდა დიდი ოდენობით კოკაინის ზღვით გატანას ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ევროპის ბაზარზე.

ეს რაოდენობა ინახებოდა კონტეინერებში, კონკრეტულად მათ საყინულეებში და უზარმაზარი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ხედებოდა მათი რეალიზაცია როგორც დანიშნულების, ასევე სატრანზიტო ქვეყნებში.

ამ კონტექსტში დადგინდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის თითოეული წევრის როლი:

41 წლის ჯგუფის ლიდერი იყო, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა ნარკოტიკების იმპორტიორებთან და ევალებოდა კონტეინერებიდან ნარკოტიკების მიღებისა და საბოლოო რეალიზატორებამდე  მიტანის კოორდინირება.

31 წლის თვალყურს ადევნებდა სამაცივრე სისტემებში ნარკოტიკების უსაფრთხო  განთავსების, გაგრილების სისტემების მუშაობის, ასევე კონტეინერების სამაცივრე სისტემების დაზიანების გამოვლენისა აღრიცხვის საქმეს, რითიც უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის ზემოაღნიშნული წევრებისთვის პორტიდან ნარკოტიკების მიღება-გატანაზე წვდომას. უფრო დეტალურად, ის სარგებლობდა თავისი სტატუსით და დაზიანების საბაბით კონტეინერი გადაჰქონდა იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოები შესრულდებოდა და ამ გზით ხდებოდა იქიდან ნარკოტიკების ამოღება.

საერთო ჯამში ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 66 კგ და 989 გრამი კოკაინი, 2 მსუბუქი ავტომობილი, ერთი მოტოციკლი, მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *