Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

არგოსში მეორე მსოფლიო ომის დროს დამალულ განძს ეძებენ

დღეს, 17 ოქტომბერს არგოსში, არგოს-კუცოპოდის საგზაო მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო პირების მიერ დაფინანსებულმა ჯგუფმა  ექსკავატორებით თხრა დაიწყო. ისინი ეძებენ განძს, რომელიც მათი თქმით ამ ადგილას მეორე მსოფლიო ომის დროს დამალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იმავე ჯგუფმა მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრების ჩატარების ნებართვა ოთხი წლის წინ, 2019 წლის ოქტომბერშიც მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ამჯერად ჯგუფმა მიიღო გათხრების დაწყების ნებართვა შესაბამისი სამსახურის მიერ არქეოლოგებისა და არგოსის უშიშროების თანამშრომლების თანდასწრებით, იმ პირობით, რომ თუ სასურველი შედეგი არ დადგება, მომდევნო დღეებში გათხრები უნდა შეწყვიტონ.

ინფორმაციის თანახმად, ისინი ეძებენ ინგლისურ ლირებს, რომელიც მათი აზრით დამალულია მეორე მსოფლიო ომის დროს. ხანდაზმული მამაკაცის ჩვენებაში ნათქვამია, რომ მრავალი წლის წინ ამ ადგილას იმავე განძს ინგლისელებიც ეძებდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *