Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლარისა: “ფრონტისტირიოს” თანამშრომელმა მოსწავლეების მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან 30 000 ევრო მიითვისა

ლარისაში პოლიციამ დააკავა 41 წლის ქალი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ერთ-ერთ “ფრონტისტირიოში” მდივნად მუშაობდა. ის მოსწავლეების მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან ნაწილს იპარავდა, რადგან პასუხისმგებელი იყო მშობლების მიერ სწავლის საფასურის გადახდაზე.

თანხის ოდენობამ, რომლის მითვისებაც მან მოახერხა, 30 000 ევრო შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის ქალი თანხას 2022 წლის აგვისტოდან სისტემატიურად იპარავდა.

ჩხრეკის შედეგად პოლიციამ მის კაბინეტში 690 ევრო აღმოაჩინა, რის შემდეგაც ქალმა აღიარა დანაშაული და დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 30 000 ევრო გადაუხადა.

დაკავებული მოგვიანებით პროკურორის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *