Latest news
ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

Air India-ს ტრაგიკული შეცდომა, რომელმაც 241მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა

Air India-ს ტრაგიკული შეცდომა, რომელმაც 241მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა

ინდოეთში 12 ივნისს მომხდარმა ავიაკატასტროფამ 241 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თვითმფრინავი გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტიდან აფრინდა და იქვე, დასახლებულ რაიონში, მედიკოსების საერთო საცხოვრებელს დაეცა. 

კატასტროფას გადაურჩა ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში, რომელიც რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის, 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.

„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა. 

ავიაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Air India-ს ტრაგიკული რეისის პილოტმა დაუშვა შეცდომა, რომლის შედეგადაც თვითმფრინავმა დაკარგა სტაბილურობა და ჩამოვარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *