Latest news
საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

Dr. ბესელ ვან დერ კოლკი ფსიქიკურ ტრავმაზე: მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს და ვისაუბროთ

რამდენად მოქმედებს შეურაცხმყოფელი ქცევები ადამიანის ცხოვრებასა და მის ხარისხზე? რა საფასური აქვს ფსიქოლოგიურ ტრავმას გონებრივ, სულიერ, ფიზიკურ და პრაქტიკულ ჭრილში და შეიძლება თუ არა მიყენებული ჭრილობა საბოლოოდ დაიხუროს?

შესაძლებელია თუ არა ისეთმა კოლექტიურმა ტრავმამ, როგორიცაა ომი ან სამოქალაქო დაპირისპირება-მთელი თაობების დალუქვა გამოიწვიოს?

ამ და სხვა თემებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი ცნობილ ფსიქიატრ-ნეირომეცნიერთან და ავტორთან დოქტორ ბესელ ვან დერკ კოლკთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთს ორი დღით ესტუმრა და ჩაატარა მასტერკლასი თემაზე- თაობათაშორისი და კომპლექსური ტრავმა.

“თანამედროვე ზიგმუნდ ფროიდი,” როგორც მას ხშირად უწოდებენ, საბერძნეთს ტრავმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ ეწვია და ათენის ამერიკულ კოლეჯში შეხვედრები გამართა.

დოქტორი ბესელ ვან დერ კოლკი ითვლება ტრავმის გაგებისა და მკურნალობის კუთხით ამ სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად მსოფლიოში. ის არის დამფუძნებელი მასაჩუსეტის ფსიქიკური ტრავმის ცენტრის, ჰარვარდის ფსიქიატრიის პროფესორი და ავტორი მსოფლიო ბესტსელერისა “სხეული არ ივიწყებს”.

დოქტორმა კოლკმა ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. თავისი მრავალწლიანი ნეირომეცნიერული კვლევის საშუალებით მან გზა გაუხსნა რთული თაობათაშორისი ტრავმებისადმი ახალ მიდგომებს და განკურნების შესაძლებლობა სულ უფრო ხელმისაწვდომი გახადა როგორც ცალკეული ინდივიდებისათვის, ასევე მთლიანად კულტურებისთვის.

მისი ეს წიგნი არსებითად ასახავს პროფესორის 40-წლიან გამოცდილებას ფსიქოლოგიური ტრავმის სამედიცინო კვლევაში. წიგნის ფურცლებზე თავმოყრილია ასობით ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც განიცადეს ტრავმული ქცევები, ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ომები და ა. შ. მაგრამ საბოლოოდ შეძლეს განკურნება.

მისი ნამუშევარი ცალსახად აერთიანებს ტრავმისა და მისი დაძლევის ეფექტების განვითარების ნეირობიოლოგიურ, ფსიქოდინამიკურ, ფიზიკურ და ინტერპერსონალურ ასპექტებს. მისი კვლევები ცხადყოფს თუ როგორ აყალიბებს განმეორებადი ტრავმა ტვინის იმ კონკრეტულ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია სიამოვნების განცდაზე, ვალდებულების გაცნობიერებაზე, თვითკონტროლის უნარზე და ნდობაზე. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ტვინის ამ უბნების ხელახალი გააქტიურება ინოვაციური თერაპიების, მათ შორის ფიზიკური თერაპიის, ფსიქოდრამის, ცნობიერების ტექნიკის, შიდა საოჯახო სისტემების თერაპიის, იოგისა და ნეიროფედბეკის მეშვეობით.

34 წლის განმავლობაში, ფსიქიკური ტრავმის კვლევის ცენტრის მეშვეობით, ის აწყობდა ბოსტონში ტრავმის საერთაშორისო კონფერენციას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას ტრავმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე კვლევაში ტრავმა განიხილება როგორც პანდემია, რადგან ეს არის ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური დეგენერაციული „გადამდები“ ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მოსახლეობაზე და კონკრეტული ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

“ჩვენ გვავიწყდება მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს”- ამბობს 80 წლის პროფესორი და დასძენს, რომ ადამიანებს სჭირდებათ საუბარი, კომუნიკაცია, რათა შიში და შფოთვა გაქრეს.

პროფესორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერძნები ერთობლივად განიცდიან კომპლექსურ ტრავმას, რომელიც ასობით წლის თურქული ოკუპაციის,ომების, სამოქალაქო დაპირისპირების და ა. შ. შედეგია.

“ბერძენი ერი განიცდის კოლექტიურ, კომპლექსურ ტრავმას ომების, იმიგრაციის და რა თქმა უნდა 400-წლიანი თურქული ოკუპაციის შემდეგ. ეს ტრავმა გადაეცემა თაობიდან თაობას – როგორც ქცევით, ასევე გენეტიკურად და აქვს უზარმაზარი გავლენა საზოგადოების, თემების, ოჯახებისა და ინდივიდების ფუნქციონირებაზე დღეს.

თუმცა, ყველა ჩვენგანი უნიკალურია და საბოლოოდ ინდივიდუალურად ფუნქციონირებს, ამიტომ სამკურნალო თერაპია, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური მოგზაურობაა.

ცხოვრება სავსეა გამოწვევებით… ჩვენ განვიცდით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს გამოწვეულს ოჯახში ძალადობით, ექსტრემალური ქცევით, ძალადობით, თვითმკვლელობით. დამახასიათებელია, რომ საბერძნეთში თითქმის ყოველწლიურად 500-მდე თვითმკვლელობა ფიქსირდება.

სამწუხაროდ ხალხი არ ლაპარაკობს…გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ვილაპარაკოთ და გავიგოთ რა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ეს პირობები და გავიგოთ, რას გვეუბნება ჩვენი სხეული, რათა თავი ისევ უსაფრთხოდ და მშვიდად ვიგრძნოთ. ენა მნიშვნელოვანია, ის კომუნიკაციის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა და არც ყველაფერია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ, ჩვენ ვივიწყებთ მას. ჩვენ ჩვენი სხეული ვართ, მაგრამ არ ვუსმენთ მას. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ როცა ვგრძნობთ შიშს, წუხილს, შფოთვას!”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *