Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთიUncategorized

Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა

Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა

დიდ ბრიტანეთში დაკავებული 46 წლის ქალი, რომელსაც საბერძნეთის ხელისუფლება 2010 წელს „Marfin“-ის ბანკში მომხდარ სასიკვდილო ხანძარიხ გაჩრნაში ადანაშაულებს, უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა.

46 წლის ქალი გეტვიკის აეროპორტში, საბერძნეთის მიერ გაცემული საერთაშორისო დაკავების ორდერის საფუძველზე დააკავეს. ვესტმინსტერის სასამართლოში წარდგენისას მან განაცხადა, რომ ექსტრადიციის გასაჩივრებას არ აპირებს და თანახმაა საბერძნეთში დაბრუნდეს, სადაც გამომძიებლის წინაშე ჩვენებას მისცემს.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 46 წლის ქალი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც მისი ძებნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თავად ბრალდებული აცხადებდა, რომ საბერძნეთში დაბრუნებას გეგმავდა.

ბრიტანეთის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებულის საბერძნეთში ექსტრადიცია მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოხდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *