ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ორშაბათს, 30 ივნისს საღამოს 17:00 საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 სერბეთის მოქალაქე დაშავდა. მგზავრები ტურისტული სამარშუტო მიკროავტობუსით გადააგილდებოდნენ მაშინ, როცა მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
უბედური შემთხვევა ეგნატიას ქუჩაზე, ლაგადა პრომახონას გზაზე მოხდა.
საჭირო გახდა სახანძრო/სამაშველო სამსახურის ჩარევა მანქანებში გამომწყვდეული მგზავრების გადმოსაყვანად.
7 მგზავრიდან ერთ-ერთი მძიმედ არის დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხვა მგზავრებთან ერთად, რომლებსაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული, გადაიყვანა საავადმყოფოში.
აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის მძღოლები არ დაშავებულან.
Facebook Comments Box
