Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სიცხის ტალღის შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს

ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სიცხის ტალღის შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს

ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ღერასიმოს სიასოსმა, ისაუბრა სიცხის ტალღის დროს გამოწვეულ სტრესსა და პრევენციულ ზომებზე, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

პროფესორმა მოსახლეობას ზაფხულის პერიოდში ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან არიდების მარტივი წესები წარუდგინა.

მზე და გარემოს მაღალი ტემპერატურა გულს აიძულებს უფრო ხშირად შეიკუმშოს, ხოლო სისხლს – უფრო სწრაფად იმოძრაოს. ხშირი შეკუმშვისას კი, ბუნებრივია, იზრდება გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ჯანმრთელი გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული სისხლძარღვები ასეთ გაზრდილ მოთხოვნასაც ადვილად აკმაყოფილებენ და გულს უფრო მეტი რაოდენობით აწვდიან სისხლს. თუ პაციენტს კორონარული არტერიების დაავადება (გულის იშემიური დაავადება) აქვს, ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, გულს საკმარისი სისხლი ვერ მიეწოდება, რასაც სათანადო კლინიკური სიმპტომების აღმოცენება მოჰყვება – პაციენტს ეწყება ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ქოშინი. გულისათვის ჟანგბადის მიწოდება თუ ხანგრძლივად და მკვეთრად დაქვეითდა, შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტიც აღმოცენდეს. 

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხშირად პერიფერიული სისხლძარღვები (კაპილარები, ვენები) ფართოვდება, რის გამოც არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევებში არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტები ზოგჯერ იღებენ მცდარ გადაწყვეტილებას – თვლიან, რომ წნევა ნორმას დაუბრუნდა და დოზის შემცირების ნაცვლად სავსებით წყვეტენ პრეპარატების მიღებას. თანამედროვე ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) პრეპარატების დიდი ნაწილი 24 საათისა და მეტი დროის განმავლობაში აგრძელებს მოქმედებას, ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ კი წნევა მატულობს, ზოგჯერ საკმაოდ მაღალ ციფრებსაც აღწევს. თუ წნევა არ კონტროლდება (წნევის გაზომვა), მისი მომატება შეიძლება კარგა ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს და შემდეგ უეცრად კრიზის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს. შესაბამისად ზაფხული მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს.

იმისთის რომ ზაფხული ათენში ჯანმრთელობის გაუარესებით არ დაგვამახსოვრდეს, დროულად უნდა დავიჭიროთ თადარიგი. ამისთვის საჭიროა:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას (არტერიული ჰიპერტენზია; კორონარული არტერიების დაავადება) განვაგრძოთ დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება;
  • აუცილებლად გვქონდეს ის წამლები, რომელთაც გადაუდებელი სიტუაციებისას ვიღებთ (ნიტროგლიცერინი, წნევის დამწევები);
  • თუ ვგრძნობთ, რომ მდგომარეობა არასტაბილურია, წნევის კონტროლი გაუარესდა, მოიმატა გულში ტკივილის ან არითმიის ეპიზოდებმა, ნუ დაველოდებით სექტემბრის მოსვლას და დროულად მივმართოთ ექიმს;
  • თუ ზაფხულის ცხელ დღეებში წნევა ქვეითდება, პრეპარატის დოზა შევამციროთ, მაგრამ მის მიღებას სრულად ნუ შევწყვეტთ;
  • ძალიან ცხელ დღეებში მოვერიდოთ შინიდან გასვლას, განსაკუთრებით 11 საათიდან 19 საათამდე;
  • მზიან დღეებში ვატაროთ ქუდი ან ქოლგა;
  • მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
  • მგზავრობისას ვეცადოთ წამოვდგეთ, ვამოძრაოთ ქვედა კიდურები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *