Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენში ელექტრონული ჯარიმების წვიმა წამოვიდა

ათენში ელექტრონული ჯარიმების წვიმა წამოვიდა

საბერძნეთი საგზაო მოძრაობის კონტროლის ახალ, ციფრულ ეტაპზე გადავიდა. ათენში უკვე მოქმედებს თანამედროვე კამერებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც საგზაო წესების დარღვევებს ავტომატურად აფიქსირებს, თუმცა ჯარიმის დაწერასთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პოლიციის თანამშრომელი იღებს.

22 ივლისის მონაცემებით, ახალმა სისტემამ თითქმის 61 000 სავარაუდო დარღვევა დააფიქსირა, საიდანაც 36 400-ზე მეტი პოლიციამ გადაამოწმა, ხოლო 4 127 შემთხვევაში ელექტრონული ჯარიმა გამოიწერა.

ყველაზე ხშირად ფიქსირდება:

  • შუქნიშნის წითელ ფერზე მოძრაობა – 41%;
  • მანქანის მართვა ღვედის გარეშე – 22,6%;
  • პარკირების წესების დარღვევა – 11,8%;
  • მგზავრის ღვედის გარეშე – 11,45%;
  • ავტობუსის ზოლის უკანონოდ გამოყენება – 10,14%.

ათენში უკვე დამონტაჟებულია 388 კამერა. პირველ ეტაპზე ისინი მხოლოდ შუქნიშნებზე დარღვევებს დააფიქსირებენ და დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა დაფიქსირებული შემთხვევა პოლიციის თანამშრომლების მიერ გადამოწმდება, რათა თავიდან იქნას აცილებული შეცდომები. მაგალითად, არ ჯარიმდებიან მძღოლები, რომლებმაც მხოლოდ გაჩერების ხაზი გადაკვეთეს, მაგრამ გზაჯვარედინზე არ შესულან, ან ისინი, ვინც პოლიციელის მითითებით გადაადგილდებოდნენ.

ათენი ამ პროექტის საპილოტე რეგიონია. მომავალ წლებში მსგავსი ციფრული კამერების ქსელი მთელ საბერძნეთში დამონტაჟდება. დარღვევები ელექტრონულად დამუშავდება და ჯარიმები ავტომობილის მფლობელებს ციფრულად გაეგზავნებათ, რაც პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

ამით საბერძნეთი უერთდება ევროპის იმ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია და სკანდინავიის სახელმწიფოები, სადაც ავტომატიზებული საგზაო კონტროლის სისტემები უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება და საგზაო შემთხვევების შემცირებას უწყობს ხელს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *