Latest news
პაპასტავრუ: წყლის მართვის არსებული მოდელი თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება საბერძნეთში ონკოლოგიური და პედიატრიული პაციენტები შეაფასებენ საავადმყოფოების მომსახურების ხარისხს ბრალდებული თავს არ იცავდა, როცა 41 წლის ქალი მოკლა - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ათენში ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება  კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს ლამია: რა გახდა 17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ილიონში არალიცენზირებული ხორცის მწარმოებელი ქარხანა დალუქეს რას ემსახურება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა
სამშაბათი, ივლისი 28, 2026
საბერძნეთიUncategorized

აღია პარასკევი: ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

აღია პარასკევი: ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე მოტოციკლეტისტმა, რომელიც აღია პარასკევზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა.

უბედური შემთხვევა მესოღიონისა და ლავრიუს გამზირების კვეთაზე, 10:25 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეჯახება ავტომანქანასა და მოტოციკლეტს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლეტისტი უბედური შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით უბედური შემთხვევა მოტოციკლეტისტმა გამოიწვია, რომელმაც გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *