Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

ბრალდებული თავს არ იცავდა, როცა 41 წლის ქალი მოკლა – აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი

ბრალდებული თავს არ იცავდა, როცა 41 წლის ქალი მოკლა – აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი

კუნძულ სიროსზე მოკლული სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლის ოჯახის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს გამოეხმაურა. განცხადებაში ადვოკატმა აღნიშნა, რომ 41 წლის მამაკაცი, რომელმაც ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავდაცვის მიზნით არ მოქმედებდა.

მარია კაზანდაკის აზრით დანით მიყენებული ჭრილობა არა თავდაცვა, არამედ თავდასხმა იყო.

ადვიკატის მსჯელობა ეფუძნება იმ დროის მონაკვეთს, კერძოდ შვიდ წამს, რომელიც 41 წლის ქალმა სიროსზე მდებარე სახლში დაჰყო. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „საღი აზრის თანახმად, ამ შვიდი წამის განმავლობაში, მოულოდნელად შეტევის მსხვერპლად ქცეულ პირს არ ექნებოდა დრო, მოეხდინა ისეთი მყისიერი რეაგირება, რომელიც ბრალდებულმა მოახდინა.“

გასაჯაროებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ 41 წლის მამაკაცი: „იმის ნაცვლად, რომ შეშინებოდა სავარაუდო მძარცველის, გაბედულად და თავდაჯერებულად გაეკიდა მას და მთელი ძალით ესროლა სავარძელი, რომელიც ქალს არ მოხვდა, რადგან სავარძელი კედელთან შეჯახებისას დაიშალა. კაცმა განაგრძო ქალის დევნა მწვანე ფერის დანით. გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და სრულიად ენდობა საბერძნეთის სამართალდამცავ ორგანოებს და სჯერა, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიტანს სწორ განაჩენს“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *