Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბოდოსაკის ფონდი 64 ახალგაზრდა მეცნიერისთვის სტიპენდიას გამოყოფს

ბოდოსაკის ფონდი 64 ახალგაზრდა მეცნიერისთვის სტიპენდიას გამოყოფს

საბერძნეთში ბოდოსაკის ფონდმა 2026 წლისთვის 64 ახალი სტიპენდია გასცა, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერებს სამაგისტრო, პოსტდოქტორანტურისა და საერთაშორისო კვლევითი პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.

სტიპენდიანტები სწავლასა და კვლევას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის იელის, ოქსფორდის, ბერკლის, ETH ციურიხის, TU Delft-ის, ლუნდისა და კოლორადოს უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. მათი კვლევის ძირითადი მიმართულებებია კლიმატის ცვლილება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური ტექნოლოგიები, ბიომედიცინა, მასალათმცოდნეობა და სამართალი.

ფონდის განცხადებით, სტიპენდიანტების შერჩევა აკადემიური წარმატების, პროფესიული მოტივაციის, პიროვნული ღირებულებებისა და სოციალური საჭიროებების გათვალისწინებით მოხდა. 

ბოდოსაკის ფონდი, რომელიც უკვე 2 800-ზე მეტ სტიპენდიანტს აერთიანებს, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერას საბერძნეთში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *