ბრიტანეთის მუზეუმში საბრძნეთის მოქალაქეებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს
ბრიტანეთის მუზეუმში საბრძნეთის მოქალაქეებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს
საბერძნეთის სახელმწიფო, ისევე როგორც მისი მოქალაქეები წლებია ბრიტანეთისგან კუთვნილი ისტორიული და კულტურული დანიშნულების ძეგლების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ბრიტანელმა ჯარისკაცმა და დიპლომატმა, ლორდმა ელგინმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაუკითხავად წაიღო. ქანდაკებები ბრიტანეთის მთავრობას 1816 წელს მიჰყიდა და მას შემდეგ ისინი ბრიტანეთის მუზეუმშია.
სწორედ ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულია საბერძნეთის მოქალაქეების ვიზიტი მუზეუმში, რადგან ისინი ყოველთვის პოულობენ გზას შეახსენონ ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომ პართენონის ტაძრის მარმარილოს სკულპტურები მათ არ ეკუთვნით.
ამჯერად ინგლისური ენისა და ისტორიის ლექტორი იოანნა ცობანიდუ მის თანამემამულეებთან ერთად კაარიატიდას სკულპტურის წინ წერს ვიდეოს, რომელშიც აცხადებს: “სკულპტურებს შესაძლოა ხმა არ აქვთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს! დააბრუნეთ ქანდაკებები უკან!”
