Latest news
ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებ... მეტრო: 29 ოქტომბრის ჩათვლით 5 მეტროსადგური  შეზღუდული განრიგით მოემსახურება მგზავრებს სევი ვოლუდაკი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

გიორგოს მაზანაკისს ორი ადრენალინის ინექცია გაუკეთეს 

გიორგოს მაზანაკისს ორი ადრენალინის ინექცია გაუკეთეს 

ბერძენი მომღერლის, გიორგოს მაზანაკისის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

შემთხვევა კოლონაკში, ილიას თეოდოროპულოსის სამედიცინო ცენტრში, Cem Stell-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაზონაკისი პლაზმოფერეზის პროცედურას იტარებდა, როდესაც მას გული გაუჩერდა.

გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ილიას თეოდოროპულოსმა სასწრაფო დახმარების სამსახურს (EKAB) 16:21 საათზე დაურეკა და განაცხადა, რომ კაბინეტში იმყოფებოდა 55 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდა და მას CPR-ს უტარებდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე 16:27 საათზე მივიდა. მაშველებმა ექიმი თეოდოროპულოსი თავად ნახეს, როგორ ცდილობდა ექიმი პირველადი დახმარების გაწევას პაციენტისთვის. მათ ექიმს ჰკითხეს, რა მედიკამენტები ჰქონდა პაციენტისთვის უკვე შეყვანილი, რათა შესაბამისი ინფორმაცია გადაეცათ საავადმყოფოსთვის, სადაც მომღერლის გადაყვანა იგეგმებოდა.

ექიმმა მაშველებს განუცხადა, რომ პაციენტისთვის უკვე გაკეთებული ჰქონდა 1 მგ ადრენალინის ინექცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის მოხდა ინექციის გაკეთება.

შემდეგ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თანდასწრებით, ექიმმა პაციენტს კიდევ ერთი დოზა ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გულის რიტმის აღდგენა ამ მცდელობის შედეგადაც ვერ მოხდა.

ამავდროულად, ილიას თეოდოროპულოსი უარყოფს კონკრეტულ ინციდენტში რაიმე სახის მონაწილეობას და აცხადებს, რომ შემთხვევის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა. მისი ვერსიით, იმ დღეს მას სამი სხვა პაციენტის მიღება ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო კრიტიკულ მომენტში კაბინეტი დატოვა, რათა საჭმელად წასულიყო.

მისივე მტკიცებით, მომხდარის შესახებ მას მაშინ შეატყობინეს, როდესაც ის უკვე კლინიკის გარეთ იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *