Latest news
მაზონაკისის საქმეთსან დაკავშირებით გამოძიებამ 4 მნიშვნელოვანი ცდომილება გამოავლინა რატომ ეძებდნენ ექიმები AI-ის ჩატბოტში გიორგოს მაზონაკისის გადარჩენის გზებს გიორგოს მაზანაკისს ორი ადრენალინის ინექცია გაუკეთეს  დაფნი: საბავშვო ბაღში საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხეს საბერძნეთი: ახალი სასწავლო წელი დაიწყო  ვინ არის პირველი ბერძენი ასტრონავტი NASA-ში შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს პასუხი გასცეს პაციენტების შეკითხვებს ოპერაციის შემდეგ ათენში სასკოლო ავტობუსებს მკაცრ კონტროლს ატარებენ საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები სპეციალისტები პლაზმოფერეზსა და პროცედურასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

გიორგოს მაზანაკისს ორი ადრენალინის ინექცია გაუკეთეს 

გიორგოს მაზანაკისს ორი ადრენალინის ინექცია გაუკეთეს 

ბერძენი მომღერლის, გიორგოს მაზანაკისის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

შემთხვევა კოლონაკში, ილიას თეოდოროპულოსის სამედიცინო ცენტრში, Cem Stell-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაზონაკისი პლაზმოფერეზის პროცედურას იტარებდა, როდესაც მას გული გაუჩერდა.

გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ილიას თეოდოროპულოსმა სასწრაფო დახმარების სამსახურს (EKAB) 16:21 საათზე დაურეკა და განაცხადა, რომ კაბინეტში იმყოფებოდა 55 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდა და მას CPR-ს უტარებდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე 16:27 საათზე მივიდა. მაშველებმა ექიმი თეოდოროპულოსი თავად ნახეს, როგორ ცდილობდა ექიმი პირველადი დახმარების გაწევას პაციენტისთვის. მათ ექიმს ჰკითხეს, რა მედიკამენტები ჰქონდა პაციენტისთვის უკვე შეყვანილი, რათა შესაბამისი ინფორმაცია გადაეცათ საავადმყოფოსთვის, სადაც მომღერლის გადაყვანა იგეგმებოდა.

ექიმმა მაშველებს განუცხადა, რომ პაციენტისთვის უკვე გაკეთებული ჰქონდა 1 მგ ადრენალინის ინექცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის მოხდა ინექციის გაკეთება.

შემდეგ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თანდასწრებით, ექიმმა პაციენტს კიდევ ერთი დოზა ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გულის რიტმის აღდგენა ამ მცდელობის შედეგადაც ვერ მოხდა.

ამავდროულად, ილიას თეოდოროპულოსი უარყოფს კონკრეტულ ინციდენტში რაიმე სახის მონაწილეობას და აცხადებს, რომ შემთხვევის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა. მისი ვერსიით, იმ დღეს მას სამი სხვა პაციენტის მიღება ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო კრიტიკულ მომენტში კაბინეტი დატოვა, რათა საჭმელად წასულიყო.

მისივე მტკიცებით, მომხდარის შესახებ მას მაშინ შეატყობინეს, როდესაც ის უკვე კლინიკის გარეთ იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *