დაავადებები რომლებიც მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთ ემუქრებათ
დაავადებები რომლებიც მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთ ემუქრებათ
მართებულად არჩეული პროდუქტები ორგანიზმზე მოქმედებს წამალივით, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეული პროდუქტითა და შესაბამისი ფიზიკური აქტივობით ზედმეტ წონასაც გაუმკლავდებით და ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ
მეორე ჯგუფის სისხლის მქონენი გულის დაავადებების რისკის ქვეშ არიან. ამაში ასევე შედის ონკოლოგია, ანემია, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, პირველი ტიპის დიაბეტი.
სწორ კვებას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დიდი ადგილი უკავია, შესაბამისად ჯობს სრულიად გამორიცხოთ ხორცი და გადახვიდეთ
ვეგეტარიანულ კვებაზე. გამოიყენეთ სოიის პროდუქტები, სოიის რძე, სოიის ხაჭო. შეიძლება მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეული, ხორბლის გარდა. ბარდეული არ არის შეზღუდული.
რაც მეტია ხილი, განსაკუთრებით კი ანანასი, მით უკეთესი. თუმცა აკრძალულია ისეთი ხილის მირთმევა, როგორიცაა ფორთოხალი, მანდარინი, ბანანი და ქოქოსი. რეკომენდებულია სტაფილოს, ანანასის, გრეიპფრუტისა და ალუბლის წვენები.
თევზის სახეობებიდან არ არის რეკომენდებული კამბალა, ქაშაყი, ასევე ზღვის პროდუქტები. არც ხიზილალაა სასურველი.
შეიძლება ყავა, მწვანე ჩაი და წითელი ღვინო. ასევე ბლომად შეიძლება ლიმონიანი წყლის მიღება. სასურველია ნიორი და ხახვი. სტაფილოს უმად ჭამა თუ არ გსურთ, წვენი გამოწურეთ. პროდუქტი. უცხიმო ყველი სასურველია და რაც შეიძლება მეტი რძემჟავა პროდუქტი.
რა უნდა გამორიცხოთ სავსებით?
ამოიღეთ რაციონიდან ხორცი. შეიძლება, ისიც იშვიათად, ქათმის ან ინდაურის ხორცი. რეკომენდებულია რძის პროდუქტების გამორიცხვა. წიწაკის გარეშე, ალბათ, იოლად გაძლებთ. დაივიწყეთ ნაყინი. რეკომენდებულია შაქრის სრულად გამორიცხვა, სიმინდისა და არაქისის ზეთის.
