Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კვიპროსი: ლემესოში ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა – ველოსიპედისტი ადგილზე დაიღუპა, ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა

კვიპროსი: ლემესოში ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა – ველოსიპედისტი ადგილზე დაიღუპა, ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა
სამშაბათს დილით ლემესოში ავტომანქანა დაეჯახა ველოსიპედისტს. ავტომანქანის მძღოლმა ველოსიპედისტი ადგილზე უმწეო მდგომარეობაში დაშავებული ქუჩაში მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.
ველოსიპედისტი ადგილზევე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქუჩაში უგონო მდგომარეობაში გამვლელებმა იპოვეს და დაუყოვნებლივ შეატყობინეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდა, თუმცა დაშავებულისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გაწევა უკვე დაგვიანებული იყო.
ლემესოს საგზაო პოლიციის უფროსმა, მარიოს ხარალამბუსმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არის აზიური წარმოშობის მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირებაც ამ დრომდე არ მომხდარა. “მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად და ასევე მძღოლის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც ადგილიდან მიიმალა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *