Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

დღეიდან ტემპერატურა პიკს აღწევს – 42 გრადუსი ათენში და უჰაერობა სრულიად საბერძნეთის მასშტაბით

დღეიდან ტემპერატურა პიკს აღწევს – 42 გრადუსი ათენში და უჰაერობა სრულიად საბერძნეთის მასშტაბით

საბერძნეთში გაბატონებული ხანგრძლივი სიცხის ტალღის მთავარი ამხასიათებელი ურბანული ცენტრების სითბურ სფეროში გამომწყვდევის ფენომენია.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სიცხე იქნება ინტენსიური და კუმულაციური, შესაბამისად ექნება მკვეთრი გავლენა როგორც დღის ასევე ღამის საათებშიც. 

დღეს, სამშაბათს ტემპერატურა ათენსა და ფლორინაში 40 გრადუსსაც კი გადააჭარბებს. ბარომეტრი დედაქალაქში დილიდანვე 30 გრადუსს აჩვენებს, რაც გაუსაძლისს ხდის ქალაქში გადაადგილებას. 

მაღალ ტემპერატურას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიან დასავლეთის ცხელი ქარები.

საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს თესალიაშიც, სადაც ბარომეტრი დღეს 43 გრადუსს გადააჭარბებს. სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით მაღალი იქნება ხანძრის გაჩენის საშიშროება როგორც თესალიაში, ასევე ლაკონიასა და მესინიაში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *