Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

ამინდი: სიცხის მორიგი ტალღა 44 გრადუსით და ხანძრების გაჩენის გაზრდილი რისკი

სამოქალაქო დაცვის სამსახური სრულ მზადყოფნაშია სიცხის ახალი ტალღის გამო, რომელსაც სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში პროგნოზირებენ.

საგანგებო რეჟიმში იმყოფება როგორც სამოქალაქო დაცვა, ასევე  მთელი სახელმწიფო აპარატი, რადგან მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში ქარის ინტენსივობა დაიკლებს და შესაბამისად ტემპერატურა კვლავ საგრძნობლად მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში კი 44 გრადუსს მიაღწევს.

ორშაბათიდან კი მცირე ამოსუნთქვა მოხდება ქვეყნის ჩრდილოეთიდან ტემპერატურის ვარდნით.

ტემპერატურის მხრივ ურთულესი დღეები იქნება პარასკევიდან კვირამდე, თუმცა დღეიდან ოთხშაბათამდე პერიოდიც რთულია, რადგან ქარი სიცხის ინტენსივობას ამცირებს, მაგრამ ხანძრის გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

როგორც კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს უახლეს განახლებაშია ნათქვამი, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საშიში ამინდის ფენომენების განახლებული ბიულეტენის მიხედვით დღეს ორშაბათს (17/7), სამშაბათს (18/7) და ოთხშაბათს (19/7) ქვეყნის დასავლეთი რაიონები დაზარალდება მაღალი ტემპერატურით, ხოლო აღმოსავლეთით ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება.

ხუთშაბათს (20/7) ქარები დასუსტდება და ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას,  პარასკევიდან კვირამდე კი  სიცხის ახალი ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება საგრძნობი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *