Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ელეონას ბაზარში ნაქურდალ ნივთებს ყიდიან

ელეონას ბაზარში ნაქურდალ ნივთებს ყიდიან

მეტროსადგური ელეონას ვიწრო ქუჩებში ყოველ კვირა დღეს დიდი ბაზარი იშლება, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ნაქურდალ ნივთებს ყიდიან.

აღია ანნას ქუჩაზე გაშლილ დახლებზე ყველანაირ პროდუქტს შეხვდებით, რომელთა უმეტესობაც გაურკვეველი და საეჭვო წარმომავლობის არის. 

ბაზარში შეხვდებით ყველაფერს, ტანსაცმლიდან დაწყებული ელ.მოწყობილობებით დამთავრებული, რომელთა ფასებიც 50 ცენტიდან 30 ევრომდე მერყეობს. 

არცერთ ნივთს არ მოჰყვება შეფუთვა, რაც პოლიციას აძლევს იმის ვარაუდის უფლებას, რომ ნივთები მოპარულია. 

ათენის ვიცე მერი, თომას ღეორღიადისი აცხადებს: “აღნიშნული უკანონოდ გაშლილი ბაზარი წარმოადგენს უდიდეს პრობლემას ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩატარდეს მუდმივი კონტროლი აღნიშნულ პერიმეტრზე.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *