ტყუპებმა ერთმანეთი TikTok-ის მეშვეობით იპოვეს
ტყუპებმა ერთმანეთი TikTok-ის მეშვეობით იპოვეს
ეს დაუჯერებელი ამბავი ქართველ ტყუპებს ეხება, რომლებიც დაბადებისას ერთმანეთს დააშორეს, ხოლო წლების შემდეგ, გოგონებმა TikTok-ის მეშვეობით კვლავ იპოვეს ერთმანეთი.
ტყუპისცალი გოგონების შოკისმომგვრელმა ისტორიამ, რომლებიც დაბადებისთანავე გაყიდეს, საქართველოში ბავშვთა ტრეფიკინგს ახადა ფარდა.
გაშვილებული ემისა და ანოს ისტორია BBC-მ გამოაქვეყნა. როგრორც ჩანს, ტყუპები დაბადებიდან მალევე წაართვეს დედას და გაყიდეს ცალკეულ ოჯახებში. წლების შემდეგ კი, დებმა ერთმანეთი შემთხვევით აღმოაჩინეს TikTok – ზე არსებული ვიდეოს წყალობით…

ორი გოგონა საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრა იმ იმედით, რომ ისინი იპოვნიდნენ ბიოლოგიურ დედას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გოგნების შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა, საქართველოში კიდევ ათიათასობით ადამიანი ჰყავთ სამშობიაროდან გაშვილებული და გაყიდული. მომხდარის გამოსაძიებლად ძალისხმევის მიუხედავად, პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არავის აუღია.
„მეშინია, მართლა მეშინია… მთელი კვირა არ მიძინია. ეს ერთადერთი შანსია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღო პასუხი, თუ რა მოხდა!“, – ამბობდა ემი, რომელიც ნათლიის სახლში იმყოფებოდა და უყურებდა საყვარელ სატელევიზიო შოუს ,, Georgia’s Got Talent“ ს. შოუში მოცეკვავე გოგონა სასწაულად ჰგავდა მას. გარდა ამისა, ემის დედას ბევრმა ახლობელმა დაურეკა, რომლებსაც უკვირდათ, თუ რატომ ცეკვავდა ემი სხვისი სახელით.


ყოველივე ამის შემდეგ, მოგვიანებით, სოციალური ქსელით კონტაქტისშედეგად, გოგონებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ: ორივე დასავლეთ საქართველოში, კერძოდკი, კირცხის სამშობიაროში დაიბადა, რომელიც უკვე აღარ არსებობს. თუმცა დაბადების მოწმობების მიხედვით, მათი დაბადების დღეებში ორი კვირა იყო განსხვავება და რომ აღარაფერი ვთქვათ ტყუპებზე, ისინი დებიც ვერ იქნებოდნენ, მაგრამ მათ შორის მაინც ძალიან ბევრი მსგავსება აღმოჩნდა…
გოგონებს მოსწონდათ ერთი და იგივე მუსიკა, ორივეს უყვარდა ცეკვა და ერთი და იგივე ვარცხნილობაც კი ჰქონდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ მათ ჰქონდათ იგივე გენეტიკური დაავადება, ძვლის დაავადება, რომელსაც დისპლაზია ეწოდება.

გოგონების შესახებ სიმართლე ბობლოსდაბოლოს გაირკვა: ისინი 2002 წელს ცალ-ცალკე იშვილეს, რამდენიმე კვირის ინტერვალით. ტყუპებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მა დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღები არასწორი იყო.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში დებმა არაფერი იცოდნენ ერთმანეთის არსებობის შესახებ, ვიდრე ყველაფერი შემთხვევით, ტელევიზიითა და სოციალური ქსელების წყალობით არ გაირკვა.

გერმანიაში მცხოვრებ, ბიოლოგიურ დედასთან გოგონები დღესაც ურთიერთობენ. თუმცა ახლო კონტაქტები არ აქვთ.
