Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ექიმ იოანა ღაკას წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჟღერდა

ექიმ იოანა ღაკას წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჟღერდა

ექიმ იოანა ღაკას წინააღმდეგ ახალი ბრალდება გაჟღერდა. 56 წლის ექიმის შესახებ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა პაციენტმა ტელეკომპანია SKAI-სთან ისაუბრა. პაციენტმა აღნიშნა, რომ ექიმმა მის მეუღლეს ფალოპის მილების კიბოს დიაგნოზი დაუსვა, ხოლო თავად მას სისხლში სიცოცხლისთვის საშიში მიკრობების ჭარბი რაოდენობის აღმოჩენის გამო დაუყოვნებლივ თერაპიის ჩატარება ურჩია. პაციენტმა გაანცხადა, რომ წყვილმა მოგვიანებით სხვა ექიმებთანაც ჩაიტარა გამოკვლევები, თუმცა ანალიზების პასუხებმა აჩვენა, რომ ორივე ჯანმრთელი იყო.

მიხალის კარაკუსისის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ იოანა ღაკას იმიტომ მიმართეს, რომ სახელგანთქმული იყო „დამალული“ დაავადებების აღმოჩენის უნარით, რომლებსაც თვალსაჩინო სიმპტომები არ ჰქონდათ.

მისი თქმით, თავდაპირველად ექიმმა მეუღლეს სერიოზული დიაგნოზი დაუსვა და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ურჩია. რამდენიმე დღის შემდეგ თავად კარაკუსისიც მივიდა იმავე კლინიკაში. მისი განცხადებით, სპეციალური აპარატით ჩატარებული პროცედურისა და სისხლის ანალიზის შემდეგ უთხრეს, რომ სისხლში მიკრობები ჰქონდა და დაუყოვნებლივ მკურნალობა სჭირდებოდა.

ინციდენტთან დაკავშირებით კარაკუსისმა საჩივრით საბერძნეთის სამედიცინო ასოციაციას მიმართა. მისი თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკიდან დაუკავშირდნენ და ექიმებმა კვლავ დაადასტურეს, რომ მათ მიერ დასმული დიაგნოზები სწორი იყო და ყველა პროცედურა კანონიერად ჩატარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *