Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ვერაფრით ვერ შევძელით დოროთეას მობრუნება – აცხადებს 13 წლის გოგონას გადასარჩენად მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი

ვერაფრით ვერ შევძელით დოროთეას მობრუნება – აცხადებს 13 წლის გოგონას გადასარჩენად მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი

“როგორც შემატყობინეს გოგონას გულის შეტევა დაემართა, პირველივე წამიდან გაუჩერდა გული.” – აცხადებს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი ღიორღოს კოდოსი.

გოგონას მეხი მაშინ დაეცა, როცა სანაპიროდან წასასვლელად ემზადებოდა მის ოჯახის წევრებთან ერთად. 

13 წლის გოგონას გადასარჩენად გამოიყენეს სპეციალური სწრაფი ჩარევის აპარატიც, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეულმა ვერცერთმა მცდელობამ ვერ გამოიღო.

“კასანდრეადან პირველივე თავისუფალი სასწრაფოს მანქანა დაიძრა გოგონას დასახმარებლად. სანამ ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მივიდოდა გოგონას პირველადი დახმარება მოხალისეების ჯგუფმა აღმოუჩინა. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით გოგონას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. ჩაუტარდა გულის მასაჟი, გამოვიყენეთ სწრაფი ჩარევის აპარატიც. ვერაფრით ვერ შევძელით დოროთეას მობრუნება.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *